ვულა: 28 წლის ბიჭი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა
ვულა: 28 წლის ბიჭი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაიცვალა
უკვე მეორე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა კომპანიების მიერ არასათანადო უსაფრთხოების ზომების მიღების შედეგად დღეს, 12 მარტს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 28 წლის ბიჭი მაშინ დაშავდა, როცა ამწე, რომელზეც იდგა ელქტრო ბოძის კაბელებს შეეხო.
ახალგაზრდა საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს და ექიმებმა მალევე დაადასტურეს, რომ არანაირ სამედიცინო ჩარევას აზრი აღარ ჰქონდა.
28 წლის ბიჭი ამწედან მშენებლობისთვის საჭირო მასალას ტვირთავდა შენობაში როცა ამწე ელექტროგადამცემ ხაზებს შეეჯახა და შეჯახების შედეგად არამხოლოდ ახალგაზრდა, არამედ ამწეს მძღოლიც დაშავდა.
Facebook Comments Box