ვულიაგმენის ცნობილი პლაჟ- ბარი ორი დღით დაილუქა- მათ ქვითრების მოჭრა „დაავიწყდათ“
ვულიაგმენის სანაპიროზე მდებარე ცნობილ პლაჟ-ბარში სახელმწიფო საშემოსავლო სამსახურის აუდიტორებმა გადასახადებისგან თავის არიდების შემთხვევა დაფიქსირეს.
კოორდინირებული ოპერაციის ფარგლებში აუდიტორებმა ბარში ვიზიტის პირველივე წუთებში აღმოაჩინეს, რომ კომპანიას, იმ კონკრეტულ მომენტში, არ ჰქონდა მოჭრილი ოთხი ქვითარი, საერთო ჯამში 700 ევროს ოდენობით.
შესაბამისად დაწესდა კანონით გათვალისწინებული ჯარიმა და ბარი ორი დღით დაიხურა.
საგადასახადო სამსახურის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, იმ ფაქტმა, რომ ამ კონკრეტულმა ბიზნესმა არჩია არ მოეჭრა ქვითრები მაგიდებზე, რომლებმაც არც თუ ისე მცირე თანხა გადაიხადეს, აიძულა აუდიტორები მოეთხოვათ კონკრეტული მონაცემები სანაპირო ბარის საგადასახადო ბრუნვიდან,რათა დაედგინათ, ჰქონდა თუ არა ადგილი წინა პერიოდში სხვა დარღვევებს.