მიირთვით, ღმერთმა შეგარგოთ… ნავთობი!
მიირთვით, ღმერთმა შეგარგოთ… ნავთობი!
ზაკინთოსის კუნძულზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ, რადგანაც ონკანებში წყლის მაგივრად… ნავთობი მოედინება!
ზაკინთოსის კუნძულზე სასწრაფოდ გადაწყდა ქალაქის წყალმომარაგების ქსელის სრული გათიშვა იმ მიზეზის გამო, რომ ზაკინთოსის მილსადენ ქსელებში, გაურკვეველ პირობებში მოხვდა ნავთობი, ანუ, წყალი, რომელითაც კუნძულის მოსახლეობა სარგებლობს, შეიცავს წიაღისეულ საწვავს.
აღნიშნულმა ფაქტმა განაპირობა გადაწყვეტილების მიღება, ქალაქის წყალმომარაგების სრული შეწყვეტის შესახებ, რათა შემოწმებულიყო წყალსადენი ქსელის ყველა ნაწილი.
ადგილობრვმა მუნიციპალურმა ხელისუფლებამ, ზაკინთოსზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ ჯერ კიდევ გასულ შაბათს მიმართა კომპეტენტურ უწყებებს, რის შედეგადაც დღეს, (15/1) ქალაქის მერს, სამოქალაქო დაცვის პარლამენტისა და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს და შინაგან საქმეთა მინისტრს რიგგარეშე შეხვედრა აქვთ ჩანიშნული.
გუშინ, კვირას (14/01) დირექტორთა საბჭომ რიგგარეშე სხდომა მოიწვია. DEVAZ-ის პრეზიდენტის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე კი, პრეზიდენტმა დიონისე ტურკაკისმა ადგილობრივ საზოგადოებას უახლესი მოვლენების სესახებ აცნობა.
აღსანიშნავია, რომ აღებული სინჯებისა და ყველა საჭირო მონაცემის შეგროვების საფუძველზე მიღებული შედეგები, (ქიმიური და ბიოლოგიური) გამოქვეყნდება უახლოეს 24 საათში, მომდევნო ხუთშაბათს კი, მუნიციპალიტეტის ხელისუფლება ამავე შედეგებს პროკურატურას აცნობებს.
როგორც ბ-ნ -მა ტურკაკისმა განაცხადა, სარჩელი აღიძვრება და გამოძიება ჩატარდება ყველა პასუხისმგებელი პირის მიმართ. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი შემთხვევების საგანგებო გეგმა არ არსებობს.
პრობლემის შესახებ ინფორმირებული იყო ქალაქის საავადმყოფოც. ასევე აღსანიშნავია იმ მოხალისეების მნიშვნელივანი დახმარება, რომლებიც ქალაქში მოხუცებსა და ინვალიდებს მილსადენების გაწმენდაში დაეხმარნენ.
იმის შესახებ, თუ როგორ მოხვდა ნავთობი მილსადენში, ბატონმა ტურკაკისმა სავარაუდო მიზეზი დაასახელა: ფილიკონის ქუჩაზე (გზის ზედაპირზე) აღმოჩენილია ნავთობი, რამაც შესაძლოა მისი მილსადენებში შერევა გამოიწვია, თუმცა, როგორც მან განმარტა, ყველა მართებული ვერსია, ამ ეტაპზე, გამოძიების პროცესშია.