ზაკინთო: ხანძრის კერას ძლიერი ქარები წამებში აღვივებენ
ზაკინთო: ხანძრის კერას ძლიერი ქარები წამებში აღვივებენ
ზაკინთოში, კერძოდ კოლიომენოსის ტყეში დღეს, გამთენიის 05:30 საათზე ხანძარი გაჩდა.
ხანძრის ჩასაქრობად მუშაობს 15 მეხანძრე, 5 სახანძრო მანქანით, 1 ვერტმფრენი და 3 წყალმფრქვევი, მაგრამ ცეცხლის დამორჩილება მაინც ვერ ხერხდება.
კუნძულისკენ მიემართებიან ათენიდან დამხმარე ძალები. კერძოდ 5 სახანძრო მანქანა.
ხანძრის დამორჩილება ფაქტობრივად შეუძლებელია ძლიერი ქარების გამო, რომელთა სიმძლავრეც 8 ბოფორს უტოლდება.
სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დასახლებულ ტერიტორიას საფრთხე არ ემუქრება.
Facebook Comments Box