Latest news
9 აპრილს საჯარო მოხელეები გაიფიცებიან ორჯერ უვადო პატიმრობა მიესაჯა რულა პისპირინგუს, რომელიც საკუთარი შვილების მკვლელობაში ბრალდებულად სც... არ ვიცით როდის დავკრძალავთ ჩვენს შვილს - ღამის კლუბში გაჩენილმა ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა შორის 1... სალონიკი: ჩრდილეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრები საბერძნეთს მადლობის სათქმელად დ... ჩრდილოეთ მაკედონია: ხანძრის შედეგად დაშავებულები სალონიკის საავადმყოფოში გადიან მკურნალობას რატომ არის ღამის კლუბი ყველაზე საშიში შენობა ევაკუაციისთვის? ჩრდილოეთ მაკედონიაში მომხდარი ხანძარი 4 ყველაზე დიდ მომაკვდინებელ ხანძართა სიაში შევიდა დღეიდან ამინდი უარესდება - სად არის თოვლიანი ამინდი მოსალოდნელი ჩრდილოეთ მაკედონია: ღამის კლუბში მომხდარმა ხანძარმა 59 ახალგაზრდას სიცოცხლე იმსხვერპლა, 150 მძიმედ დ... ნეოს კოზმოს: საცხობი ფერფლად იქცა
სამშაბათი, მარტი 18, 2025
საბერძნეთი

ზაკინთო: ჰოლანდიელი მამაკაცი თავს დაესხა ბრიტანელს, რომელმაც ცუდი შეფასება მისცა მის ოთახებს

75 წლის ჰოლანდიელი, რომელმაც შეიტყო, რომ მისი 23 წლის შვილიშვილი სოციალურ ქსელში ეჩხუბა 49 წლის ბრიტანელ მამაკაცს, რომელიც მისგან ქირაობდა ოთახს ლაგანაში ზაკინთოში, გაბრაზდა,  თავს დაესხა მას და მაჩეტეთი დაჭრა!

ყველაფერი დაიწყო 49 წლის ბრიტანელის მიერ ნაქირავები ოთახის შესახებ გაკეთებული უარყოფითი შეფასებით, საიდანაც 75 წლის ჰოლანდიელმა ის საბოლოოდ გააძევა, რასაც მოჰყვა თავდასხმა და ჩხუბი შაბათს დილით.

თავდასხმის შედეგად ბრიტანელი კისრისა და ხელების არეში დაიჭრა და სისხლით მოსვრილი  გადაიყვანეს ზაკინთოს საავადმყოფოში, სადაც მას პირველადი დახმარება გაუწიეს, თუმცა ჭრილობები არ იყო მძიმე და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.

ხანდაზმული თავდამსხმელი პოლიციის თანამშრომლებმა იმავე დღეს, ნაშუადღევს დააკავეს. მისი სახლიდან შემდგომი ჩხრეკისას ამოიღეს 55 სმ-იანი დანა “მაჩეტე,” ასევე ბალისტიკურ ექსპერტიზაზე გაგზავნილი რევოლვერი, საჰაერო თოფი, 19 სმ-იანი მახვილი, 21 სმ-იანი დანა და 17  სანადირო ტყვია.

75 წლის ჰოლანდიელი გადაიყვანეს ზაკინთოს პროკურატურაში, სადაც მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა- ტარების მუხლით აღიძრა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *