Latest news
სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით... დაკავებული ციხის ოფიცერს თავს დაესხა და ყელში დაჭრა 25 მარტთან დაკავშირებით საბერძნეთის გზებზე გადაადგილებას საგზაო პოლიცია განსაკუთრებით გააკონტროლებს მომდევნო კვირიდან ტემპერატურა ისევ მოიმატებს ფთიოტიდა: ღორღოპოტამოსის ხიდზე კაცის ცხედარი იპოვეს ოთხშაბათი კვირის ყველაზე ცივ დღედ დასახელდა ათენი-კორინთოს ეროვნულ გზატკეცილზე მიმავალ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა 9 აპრილს საჯარო მოხელეები გაიფიცებიან ორჯერ უვადო პატიმრობა მიესაჯა რულა პისპირინგუს, რომელიც საკუთარი შვილების მკვლელობაში ბრალდებულად სც...
ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
საბერძნეთისაზოგადოება

ზრუნავენ, თუ…გატყუებენ? – საეჭვო SMS მოსახლეობას

ზრუნავენ, თუ…გატყუებენ? – საეჭვო SMS მოსახლეობას

EOΠYY აფრთხილებს იმ პირებს, ვისაც სოციალური დაზღვევა აქვს.

EOΠYY (ჯანმრთელობის მომსახურებების უზრუნველყოფის ეროვნული ორგანიზაცია)  დაზღვეულთა ყურადღებას ამახვილებს მობილურ ტელეფონზე გაგზავნილ ნებისმიერ შეცდომაში შემყვან  შეტყობინებებზე.

ოქტომბრის დასაწყისიდან,  EOΠYY კვლავ მიმართავს დაზღვეულ პირებს, მობილურ ტელეფონებზე ცრუ შეტყობინებების შესახებ, სადაც მოსახლეობას  პერსონალურ კოდებს, ( taxisnet კოდებს) სთხოვენ.

ყურადღება გაამახვილეთ! სახელმწიფო ორგანიზმის ინფორმაციით, EOΠYY-ის ოფიციალური ვებგვერდია https://www.eopyy.gov.gr/. ხოლო, ყალბი ვებგვერდი, რომელიც SMS-ით ეგზავნება მოქალაქეებს და ეხება ,,ინფორმაციის განახლებებს“, (ძირითადად ფინანსურს), არის https://eopyy-govgr[.]com/web/index.

EOΠYY-მ უკვე მოახდინა კომუნიკაცია ყალბი ვებსაიტის მასპინძელ პროვაიდერთან (ჰოსტინგ პროვაიდერი) ყალბი ვებსაიტის დეაქტივიზაციისთვის:

,,ჩვენ ვალდებულები ვართ, გავაფრთხილოთ სოციალური დაზღვევის მქონე მოსახლეობა, რამდენადაც,  EOΠYY  პერიოდულად აგზავნის  SMS შეტყობინებებს, რომლებიც მხოლოდ ინფორმაციული ხასიათისაა, და ეხება:  შეთავაზებული ცვლილებების განხორციელებას, დაზღვეულ პირთა მიერ ინდივიდუალური მოთხოვნების შესახებ გადაწყვეტილებებს, ინდივიდუალური მოთხოვნების წარდგენას KEΠ-ის საშუალებით , საკონტაქტო მონაცემების დადასტურებას დ.ა.შ

მობილური ტელეფონი, რომელზეც იგზავნება SMS, დეკლარირებულია პირადი ექიმის მიერ, მასთან კონტაქტის საფუძველზე, ან ბაზაში ავტომატურად იძებნება სოციალური დაზღვევის სააგენტოს მეშვეობით დადასტურებული საკონტაქტო მონაცემებიდან“ – ნათქვამია განცხადებაში. ΕΟΠΥΥ ასევე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ არანაირ კომუნიკაციას არ ახორციელებს მოსახლეობასთან. მაგ.:ტელეფონით კონტაქტი, SMS, ან ელექტრონული ფოსტა და არასოდეს ითხოვს დაზღვეული პირის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნებას, როგორიცაა საბანკო ანგარიში IBAN და ა.შ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *