თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს 30 წლის ქალი, რომელსაც თავს ყოფილი პარტნიორი დაესხა
თავის არეში მიყენებული მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს 30 წლის ქალი, რომელსაც თავს ყოფილი პარტნიორი დაესხა
ხიოსის გენერალურ საავადმყოფოში გადის მკურნალობას 30 წლის ქალი, რომელსაც კვირას გამთენიისას თავს ყოფილი პარტნიორი დაესხა.
ქალს თავის არეში აქვს მიყენებული დაზიანებები და აღენიშნება მოტეხილობები როგორც ცხვირის ასევე თვალბუდის არეში.
ტელემაუწყებელი ΕΡΤ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მიუხედავად იმისა, რომ ტრავმები საკმაოდ მძიმეა ქალის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ქალს თავს სოფელ პირღისში დაესხნენ. 33 წლის კაცი თავდასხმის შემდეგ დაუყოვნებლივ მიიმალა ადგილიდან, თუმცა პოლიციამ შეძლო მისი ადგილსამყოფელის დადგენა და დროებითი დაკავების საკანში გადაიყვანა.
Facebook Comments Box
