თავი ჯოჯოხეთში მეგონა, როცა ვუყურებდი როგორ სცემდნენ ჩემს მეუღლეს
თავი ჯოჯოხეთში მეგონა, როცა ვუყურებდი როგორ სცემდნენ ჩემს მეუღლეს
საშინელებათა ფილმის გმირი ეგონა თავი ბერძენ-კანადელი კაცის მეუღლეს, როცა დაინახა როგორ უმოწყალოდ ურტყამდნენ თავდამსხმელები. “იმის დანახვაც კი საკმარისია თუ როგორ იტანს შენი მეუღლე უმოწყალო თავდასხმას, რომ იგრძნო როგორია ჯოჯოხეთში ყოფნა. ეს არ იყო ერთი უბრალო შემთხვევა. მომხდარმა ფსიქოლოგიურად დამასახიჩრა და საშინელი ტრავმა დამიტოვა.” – განაცხადა ბერძენ-კანადელის მეუღლემ, რომელიც კუნძულ კრეტაზე ერთ-ერთ ბარში თავდამსხმელებმა უმოწყალოდ სცემეს.
იანა იოანნამ protothema.gr-თან საუბრისას განაცხადა, რომ ადგილიდან ცოტა მოშორებით იმყოფებოდა, შესაბამისად ვერ შეძლო ყველაფრის დეტალურად დანახვა. თავდასხმის დროს მას ხელი კრეს და სახეში ჩაარტყეს. ძლიერი სისხლდენისა და თავბრუსხვევის გამო კი ძალიან გაუჭირდა სრულად გაეაზრებინა რა ხდებოდა.