თალიბანი გეგმავს ფართომასშტაბიანი სათვალთვალო ქსელის დამონტაჟებას ავღანეთის ქალაქებში
საინფორმაციო სააგენტო როიტერის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თალიბანი ავღანეთში ფართომასშტაბიანი სათვალთვალო კამერების ქსელის დამონტაჟებას გეგმავს.
როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, ხელისუფლებამ უკვე დაიწყო დედაქალაქ ქაბულში ათასობით კამერის დამონტაჟება.
თალიბანის ხელმძღვანელობამ, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ ორიენტირებულია უსაფრთხოების აღდგენასა და ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების პრევენციაზე, ასევე გამართა მოლაპარაკებები ჩინურ სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის კომპანია Huawei-სთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ- აცხადებს მათი წარმომადგენელი.
ამ შეხვედრებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ისეთი ჯგუფების თავდასხმების პრევენცია, რიგორიცაა ისლამური სახემწიფო, არის თალიბანსა და ბევრ უცხო სახელმწიფოს შორის ურთიერთქმედების საფუძველი, მაგრამ ზოგიერთი ანალიტიკოსი ეჭვქვეშ აყენებს რეჟიმის შესაძლებლობას დააფინანსოს პროგრამა, ხოლო უფლებადამცველმა ჯგუფებმა გამოთქვეს შეშფოთება იმის გამო, რომ ნებისმიერი თანხები გამოყენებული იქნება მომიტინგეების დარბევისთვის.
დეტალების იმის შესახებ, თუ როგორ გეგმავს თალიბანი მაობრივი მეთვალყურეობის გაფართოებას და მართვას, ადრე არ იყო გასაჯაროებული. კამერების მასობრივი მონტაჟი, რომლებიც ფოკუსირებული იქნება ” მნიშვნელოვან წერტილებზე” ქაბულში და სხვაგან, არის უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის ნაწილი, რომლის სრულად განხორციელებას ოთხი წელი დასჭირდება, განუცხადა როიტერს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აბდულ მატინ ხანიმ.
“ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ ქაბულის უსაფრთხოების რუკაზე, რომელსაც უსაფრთხოების ექსპერტები განახორციელებენ. ჩვენ უკვე გვაქვს ორი რუკა, ერთი აშშ-ს მიერ წინა ადმინისტრაციისთვის და მეორე თურქეთის მიერ”-განაცხადა მან, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის შემუშავდა თურქული გეგმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა აქვე აღნიშნა რომ ვაშინგტონი არ “თანამშრომლობს”თალიბანთან.” მათ განუცხადეს რეჟიმს, რომ მათი პასუხისმგებლობაა არ უზრუნველყონ უსაფრთხო თავშესაფარი ტერორისტებისთვის. თალიბანის ცნობით, ამჟამად ქაბულსა და სხვა ქალაქებში 62000-ზე მეტი კამერაა, რომელსაც ცენტრალური საკონტროლო პუნქტი აკონტროლებს.
თალიბები უკვე ყურადღებით აკვირდებიან ურბანულ ცენტრებს უსაფრთხოების ძალების მანქანებით და რეგულარული საგუშაგოებით.
უფლებადამცველები და რეჟიმის ოპონენტები შიშობენ, რომ გაზრდილი მეთვალყურეობა შეიძლება მიმართული იყოს სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და მომიტინგეების მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ თალიბანი იშვიათად ადასტურებს დაკავებებს, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის თქმით, თანამდებობის დაკავების შემდეგ სულ მცირე 64 ჟურნალისტი დააკავეს. აქციის მონაწილეები, Reuters-ის ოპერატორები და თვითმხილველები ამბობენ, რომ ქაბულში ქალების ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართული პროტესტი ძალადობრივად დაარბიეს უსაფრთხოების ძალებმა.
მასობრივი თვალთვალის სისტემის დანერგვა „ეროვნული უსაფრთხოების“ საფარქვეშ ქმნის საბაბს თალიბებისთვის, გააგრძელონ თავიანთი დრაკონული პოლიტიკა, რომელიც არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს“, თქვა მეტ მაჰმუდიმ Amnesty International-იდან.
თალიბანი კატეგორიულად უარყოფს, რომ განახლებული სათვალთვალო სისტემა ავღანელების უფლებებს არღვევს. კანის განცხადებით, სისტემა შედარებულია სხვა დიდ ქალაქებთან მიმართებაში და იმუშავებს ისლამური შარიათის კანონის შესაბამისად, რაც ხელს უშლის თვალთვალს კერძო სივრცეებში. უსაფრთხოების ანალიტიკოსების თქმით, გეგმა პრაქტიკული გამოწვევების წინაშე დგას.
ივლისში გაეროს მონიტორინგის ანგარიშში ნათქვამია, რომ ავღანეთში ისლამური სახელმწიფოს 6000-მდე მებრძოლი და მათი ოჯახის წევრები ცხოვრობენ. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ურბანული მეთვალყურეობა მათ სრულად ვერ შეებრძოლება.
ანალიტიკოსების თქმით, ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების ავღანეთის „მთავარი ბაზა” აღმოსავლეთ მთიან რეგიონებში მდებარეობს. ასე რომ, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქებში კამერებმა შეიძლება ხელი შეუწყოს თავდასხმების თავიდან აცილებას… ნაკლებად სავარაუდოა, რომ დიდი წვლილი შეიტანონ მათ საბოლოო დამარცხებაში.