თაღლითები რომლებიც თავს ბუღალტრებად ასაღებენ
თაღლითები რომლებიც თავს ბუღალტრებად ასაღებენ
პელასის, კერძოდ იანიცას მაცხოვრებელი გახდა თაღლითობის მსხვერპლი, რომელსაც დაუკავშირდა პიროვნება, რომელიც თავს ბუღალტრად ასაღებდა და უთხრა, რომ ეკუთვნოდა სახელმწიფო დახმარება. იმის ნაცვლად, რომ თაღლითობის მსხვერპლს სახელმწიფო დახმარება დარიცხვოდა, ანგარიშიდან ის თანხაც კი გაუქრა, რაც “ბუღალტერთან” კომუნიკაციამდე ჰქონდა.
უცნობი პირისა და თაღლითობის მსხვერპლის კომუნიკაცია სატელეფონო ზარის მეშვეობით შედგა. თაღლითმა მსხვერპლი დაარწმუნა, რომ მისი ბუღალტერი იყო, გამოართვა ონლაინ ბანკინგის კოდები და ანგარიშიდან მოუხსნა 3 250 ევრო და 15 ცენტი. ცნობილია, რომ თაღლითმა თანხა ნაწილ-ნაწილ გამოიტანა ანგარიშიდან.
პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ თაღლითური დაჯგუფება შედგებოდა 2 რომასგან. ერთ-ერთი მათგანი თავს აჩვენებდა ბუღალტრად, ხოლო მეორე დამნაშავის ანგარიშზე კი ირიცხებოდა მითვისებული თანხა.
დამნაშავეების წინააღმდეგ აღიძრა საქმე ჯგუფური თაღლითობის მუხლით.