Latest news
სავარაუდოდ გულმა დაარტყა - განაცხადა 45 წლის კაცის შვილმა, რომელიც ათენის ცენტრში გარდაცვლილი იპოვეს პისპირინგუს ადვოკატი აცხადებს, რომ ჭორები, რომლებიც დაკავებულის მწყობრიდან გამოსვლასთან დაკავშირებით... დაკავებული ციხის ოფიცერს თავს დაესხა და ყელში დაჭრა 25 მარტთან დაკავშირებით საბერძნეთის გზებზე გადაადგილებას საგზაო პოლიცია განსაკუთრებით გააკონტროლებს მომდევნო კვირიდან ტემპერატურა ისევ მოიმატებს ფთიოტიდა: ღორღოპოტამოსის ხიდზე კაცის ცხედარი იპოვეს ოთხშაბათი კვირის ყველაზე ცივ დღედ დასახელდა ათენი-კორინთოს ეროვნულ გზატკეცილზე მიმავალ სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა 9 აპრილს საჯარო მოხელეები გაიფიცებიან ორჯერ უვადო პატიმრობა მიესაჯა რულა პისპირინგუს, რომელიც საკუთარი შვილების მკვლელობაში ბრალდებულად სც...
ოთხშაბათი, მარტი 19, 2025
საბერძნეთი

თაღლითობის ფაქტები სამსახურის შოვნის საბაბით -პოლიცია მოქალაქეებს აფრთხილებს

დასაქმების საბაბით მოქალაქეების მიმართ განხორციელებული  თაღლითობის ახალ სქემებზე საუბრობს საბერძნეთის  პოლიცია და იძლევა მსგავსი შემთხვევებისგან თავის დაცვის მკაფიო რეკომენდაციებს.

კერძოდ, სალონიკის პოლიციის გენერალური დირექტორატი მოქალაქეებს აფრთხილებს:

არ ენდოთ რეკლამებს, რომლებიც  წარმოადგენენ საზღვარგარეთ დასაქმების დიდ შესაძლებლობებს (არაჩვეულებრივად მაღალი ხელფასი და ა.შ.) ვებსაიტებიდან ან საეჭვო სანდოობის სხვა წყაროებიდან.

არ ენდოთ რეკლამებს, რომლებიც მოწოდებულია მხოლოდ ელექტრონული ფოსტით. თუ რეკლამით  მოგმართავენ ვებსაიტზე, შეამოწმეთ არის ეს ბიზნესის ოფიციალური ვებგვერდი თუ მისი გაყალბებული ასლია მისი ლოგოს გამოყენებით.

არ ენდოთ რეკლამებს, რომლებიც გპირდებიან სამსახურის პოვნას საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, მუნიციპალიტეტებში და ა.შ. მოძებნეთ ინტერნეტში კომპანიის შესახებ ინფორმაცია საკვანძო სიტყვების გამოყენებით, როგორიცაა კომპანიის სახელი ან ტელეფონის ნომრები. შეიძლება არსებობდეს სხვა ვებსაიტები, რომელთა მეშვეობითაც ერთი და იგივე კომპანიაა წარმოდგენილი, ამიტომ ისინი შეიძლება იყოს ყალბი.

არ ენდოთ რეკლამებს, რომლებიც შეიცავს რამდენიმე ორთოგრაფიულ შეცდომას ან ცუდად არის თარგმნილი უცხოური ტექსტიდან.

არ გასცეთ თქვენი პირადი მონაცემები (პასპორტი, სოციალური დაცვის ნომერი, საბანკო ანგარიში) ინტერნეტიდან. კანონიერი დამსაქმებელი კომპანიის წარმომადგენელი თქვენს მონაცემებს პირადად  მოგთხოვთ.

დაჟინებით მოითხოვეთ გასაუბრება კომპანიის წარმომადგენელთან მის ოფისში, მაშინაც კი, თუ ეს მოითხოვს სხვა ქვეყანაში გამგზავრებას. საეჭვოა, თუ ის თავს არიდებს თქვენთან შეხვედრას.

არ მიიღოთ ჩეკები და არ შეიტანოთ თანხა ანგარიშზე, რომელიც წარმოდგენილია მესამე პირის საშუალებით.

არ ენდოთ დასაქმების სახლის რეკლამებს, სადაც ისინი ითხოვენ საწყისი კაპიტალის ინვესტირებას პროდუქტების სერიაში, რათა მიიღოთ მოგება გაყიდვებიდან ან იმ ადამიანების გაყიდვებიდან, რომლებსაც მიმართავთ კომპანიაში  (თაღლითობა პირამიდის პრინციპით).

თაღლითობის ან თაღლითობის მცდელობის შემთხვევაში, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ პოლიციის შესაბამის ორგანოებს, მიაწოდოთ ყველა ის ინფორმაცია, რაც ხელთ გაქვთ, რათა ხელი შეუწყოთ გამოძიებას დამნაშავეების იდენტიფიცირებისთვის.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *