Latest news
რომის პაპის დაკრძალვას საბერძნეთის პრემიერ მინისტრი მეუღლესთან ერთად ესწრება ილია: ძმა დას ყელში სწვდა და მოკვლით დაემუქრა  5 000-ზე მეტი მეხი ჩამოვარდა კრეტასა და როდოსზე ყველგან თან დამყავდა.. მინდა უკან დამიბრუნდეს ჩემი პატარა გოგო - აცხადებს 13 წლის გოგონას დედა, რომლ... როგორ და რატომ წაეკიდა ცეცხლი პაციენტს ოპერაციის დროს  მიწის ნაკვეთების სავალდებულო დასუფთავების ვადამ 15 ივნისამდე გადაიწია სალონიკი: მეტროსთან უპატრონოდ დატოვებულმა ჩემოდანმა აურზაური გამოიწვია მერყევი ამინდი საბერძნეთის ტერიტორიაზე კვირამდე შენარჩუნდება სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მიღებას იწყებს - სახანძრო სამსახურებს ახალი... საპირველმაისოდ ქალაქის ცენტრში მსვლელობები იგეგმება
კვირა, აპრილი 27, 2025
საბერძნეთიქართველები საბერძნეთში

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიო მასშტაბით 5 მილიონამდე მგზავრზე გათვლილ აეროპორტების Top 10-ში მოხვდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მსოფლიო მასშტაბით 5 მილიონამდე მგზავრზე გათვლილ აეროპორტების Top 10-ში მოხვდა.

პირველად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი Skytrax World Airport Awards 2024-ზე, მსოფლიოს მასშტაბით 5 მილიონამდე მგზავრზე გათვლილ აეროპორტების Top 10-ში მოხვდა. თბილისის სერთაშორისო აეროპორტთან ერთად ათეულში, დურბანის, ოტავას, გოასა და ბილუნდის აეროპორტები დასახელდნენ.

ასევე, Skytrax World Airport Awards 2024-ზე თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღნიშნულ კატეგორიაში ზედიზედ მეთერთმეტედ, ხოლო ბათუმის – მესამედ, მოხვდა. მგზავრთა გამოკითხვის შედეგად, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ხუთეულშია – ბუდაპეშტის, ტალინის, რიგის, თბილისისა და სოფიას საერთაშორისო აეროპორტები. 

მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია Passenger Terminal Expo 2024-ის ფარგლებში ფრანკფურტში გაიმართა.

Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards-ი მსოფლიოს 100 ზე მეტი სხვადასხვა ეროვნების მგზავრისა და 570 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *