თესალონიკის აეროპორტში თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა
ნასვამი რუსი მგზავრების მიერ ბორტზე შექმნილი სახიფათო მდგომარეობის გამო თვითმფრინავმა, რომელიც ასრულებდა რეისს ინგლისის მანჩესტერიდან თურქეთის მიმართულებით, სალონიკის “მაკედონიის” აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა.
კერძოდ, ფრენის დროს თვითმფრინავში მყოფი რუსი ეროვნების ორი ნასვამი მგზავრი სალონის ეკიპაჟის მიმართ აგრესიულ ქცევას ავლენდა, რამაც ბორტზე არეულობა გამოიწვია და ფრენის უსაფრთხოების დარღვევის საფრთხე შექმნა.
იმ ადგილის ჩხრეკისას, სადაც აღნიშნული პირები ისხდნენ, ალკოჰოლური სასმელების ცარიელი ბოთლები იპოვეს.
ორივე მამაკაცი თესალონიკის სახელმწიფო აეროპორტის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.
მათ წინააღმდეგ აღძრულია საქმე სატრანსპორტო საშუალებების, გემებისა და საჰაერო ხომალდების ბორტზე მგზავრობის დროს საშიში სიტუაციების შექმნის, წესრიგის დარღვევისა და საავიაციო კოდექსის სხვა დარღვევისთვის .