თესალონიკი: ახალგაზრდა ქალი გზის პირას გარდაცვლილი იპოვეს.
თესალონიკი: ახალგაზრდა ქალი გზის პირას გარდაცვლილი იპოვეს.
პირველადი ინფორმაციით მის სხეულს დანაშაულებრივი ქმედების კვალი არ აღენიშნება.
ქალის ცხედარი სამშაბათს დილით იპოვეს, სასწრაფო მოქმედების პოლიციის თანამშრომლებმა, რომლებიც პატრულირებდნენ ჯანიცონის ქუჩაზე, თესალონიკში.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალის ცხედარი 8:55 საათზე გზის პირას იპოვეს და მის სხეულს დანაშაულებრივი ქმედების კვალი არ აღენიშნება.
ქალი, რომლის პერსონალური დეტალები ამ დროისთვის უცნობია, სავარაუდოდ 30-35 წლისაა და შესაძლოა, პათოლოგიური ან ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო იყოს გარდაცვლილი.
საქმე ამპელოკიპი-მენემენის პოლიციის განყოფილებამ გადაიბარა, გარდაცვალების მიზეზს კი ქალის ცხედრის ექსპერტიზი მეტ ნათელს მოჰფენს.
Facebook Comments Box