Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
საბერძნეთი

თესალონიკი: კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი 26 წლის ქალი ყოფილ პარტნიორს ემუქრებოდა და მის გატაცებას ცდილობდა

ახლახანს თესალონიკში პოლიციამ აღმოაჩინა და დააკავა ოთხი წევრისგან შემდგარი კრიმინალური დაჯგუფება, რომელთაც ბრალად ედებათ 30 წლის მამაკაცის მიმართ განხორციელებული ძალადობა, შანტაჟი და ასევე მისი გატაცების მცდელობა.

დაჯგუფების სათავეში დგას 26 წლის ქალი, თვითიდენტიფიცირებული როგორც ოთხკაციანი ბანდის ხელმძღვანელი, რომელმაც დაჯგუფების წევრებს მისცა დავალება დაეზიანებინათ  ზემოთ აღნიშნული პიროვნება, რომელიც მისი ყოფილი პარტნიორია.

ქალის მიერ განხორციელებული შურისძიების მოტივი სხვა საკითხებთან ერთად, სავარაუდოდ რომანტიკული იმედგაცრუება იყო.

პირველი ინციდენტი 2023 წლის 11 იანვარს, სალონიკის ცენტრში მოხდა. კრიმინალური ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ 30 წლის ახალგაზრდას, ცემით და მის ბიზნესზე ზიანის მიყენებით დაემუქრნენ და ასევე 1000 ევროს გადახდა მოსთხოვეს. ორი დღის შემდეგ მოძალადეების მიერ მუქარა ტელეფონით კვლავ განმეორდა.

შემდეგ, 14 იანვარს,  თავდამსხმელებმა ასევე ძალის  გამოყენებით და იარაღის მუქარით 30 წლის მამაკაცი გადმოიყვანეს საკუთარი მანქანიდან და ცდილობდნენ მათ მანქანაში ძალით ჩაესვათ, რა დროსაც ის დაჭრეს, თუმცა დაშავებულმა გაქცევა მოახერხა, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს.

საქმე უსაფრთხოების დეპარტამენტის პოლიციამ მეთოდური და საფუძვლიანი გამოძიების შემდეგ გახსნა და  დამნაშავეების იდენტიფიცირება მოახერხა. აღნიშნული შემთხვევიდან გამომდინარე, მათ წინააღმდეგ აღძრულია საქმე გატაცების მცდელობის, გამოძალვის, სხეულის მძიმე დაზიანების, მუქარის და იარაღის შესახებ კანონის დარღვევის ფაქტზე.

 

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *