თესალონიკი: ქალი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა ექიმს, რომელმაც ყალბი ცნობის გაცემაზე უარი თქვა
თესალონიკის პაპაგეორგიუს საავადმყოფოში ექიმს მუშტებით დაესხა თავს ქალი, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა მისთვის ავადმყოფობის ყალბი ცნობა მიეცა, რათა თავიდან აეცილებინა არჩევნებზე საარჩევნო კომისიის წევრობა.
გავრცელებული ინფორმაციით , ქალი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მეუღლესთან ერთად მივიდა და მოთხოვნაზე უარის მიღებისთანავე ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„მე მას ვუთხარი, რომ ეს იყო უკანონო ქმედება და არ ვაპირებდი ამის გაკეთებას. შევთავაზე, რომ გავსინჯავდი და თუ რაიმე პრობლემა იქნებოდა, მხოლოდ ამის შემდეგ მივცემდი ცნობას, მაგრამ მან ეს არ მიიღო.
იგი აღელდა, თავიდან სიტყვიერი მუქარას ჰქონდა ადგილი,შემდეგ კი სწრაფად დაიძრა ჩემსკენ და თავს დამესხა მუშტებით.
ორი-სამი დარტყმის შემდეგ იქვე მყოფები ჩაერივნენ და ქალი შეაკავეს, ქმარი კი იგივე მკაცრი ტონით ისევ სასწრაფოდ ითხოვდა ნებართვას“, – განაცხადა ექიმმა აპოსტოლოს ანთოპულოსმა.
მომხდარის შესახებ ეცნობა ადგილობრივ პოლიციას და პაპაგეორგიუს საავადმყოფოს ადმინისტრაციას, ექიმმა კი ქალის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.