Latest news
დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას სოციალური ტურიზმი 2026: ვის ექნება შესაძლებლობა მიიღოს ვაუჩერი 12 უფასო დღე-ღამის გასატარებლად სასტუ... პენსიონერები საპროტესტო აქციას მართავენ ძლიერი წვიმა ზამთრის განუყოფელ ნაწილად იქცა
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
საბერძნეთი

თესალონიკი: ქალმა საქორწინო ბიუროკრატიული პროცედურების გავლისას აღმოაჩინა, რომ ის უკვე იყო დაქორწინებული უცნობ მამაკაცზე

31 წლის ქალმა თესალონიკში საქმროზე დაქორწინებისათვის საჭირო პროცედურების გავლის  პროცესში მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ ის უკვე დაქორწინებული იყო უცხო მამაკაცზე!

მან შეიტყო, რომ თანაცხოვრების ხელშეკრულებას ინარჩუნებდა ალბანეთის მოქალაქე  მამაკაცთან, რომელიც ცხოვრებაში არ უნახავს, ​​მაგრამ დოკუმენტების მიხედვით მასთან ერთად ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, მისი საცხოვრებელი ადგილიდან ასეულობით კილომეტრის დაშორებით.

ქალი დაქორწინებას მომავალ აგვისტოში გეგმავდა, თუმცა ამ მოულოდნელი სიურპრიზის შემდეგ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი ქორწინება დანიშნულ დროს მოხდეს, რადგან უკვე რეგისტრირებული თანაცხოვრების ხელშეკრულების გაუქმება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია.

მისი ადვოკატის განცხადებით, 31 წლის ქალი თაღლითური გზით  უცხო ქვეყნის მოქალაქეების ლეგალიცაციის მსხვერპლი გახდა, რისთვისაც მისი ბინიდან მოპარული დოკუმენტები იქნა გამოიყენებული.

ძარცვა მოხდა 2023 წლის 16 თებერვალს თესალონიკში, ბინაში, სადაც ქალი თავის საქმროსთან ერთად ცხოვრობდა, რა დროსაც ბინიდან წაიღეს მობილური ტელეფონი, ორი ლეპტოპი, ციფრული საათი, სხვა ელექტრონული ნივთები, ოქროს სამკაულები და დოკუმენტები, მათ შორის პირადობის მოწმობა, TIN და AMKA.

გასულ თვეში, 31 წლის ქალმა ონლაინ განაცხადი გააკეთა სამოქალაქო ქორწინების ლიცენზიის მისაღებად.

22 ივნისს ელ. ფოსტით მან მიიღო შეტყობინება GOV.GR-დან, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ მისი მოთხოვნის დამუშავება შეუძლებელია, რადგან მას უკვე ჰქონდა გაფორმებული თანაცხოვრების ხელშეკრულება 30 წლის ალბანელთან, სახელად არდინელ ზუპასთან.

როგორც აღმოჩნდა, დამნაშავემ ან დამნაშავეებმა თანაცხოვრების ხელშეკრულების სანოტარო დოკუმენტი გააყალბეს.

31 წლის ქალის ადვოკატის განმარტებით, საბერძნეთში მოქმედებენ თაღლითური ჯგუფები, რომლებიც ამზადებენ თანაცხოვრების ხელშეკრულების ყალბ სანოტარო აქტებს რომელსაც იყენებენ უცხოელები-ამ შემთხვევაში ალბანელები თუნდაც დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად.

მომხდარმა ტრაგიკული მასშტაბები მიიღო, რადგან  ქორწილი 2023 წლის 26 აგვისტოს იყო დაგეგმილი და ყველა დეტალი წინასწარ გათვლილი, რაშიც  ათასობით ევრო დაიხარჯა, მაგრამ უმოკლეს ვადებში ქორწინება შეუძლებელია, რადგან ყალბი საქორწინო შეთანხმების ანულირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების გამოსვლა დროში გაწელილი, ხანგრძლივი პროცესია.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *