Latest news
20 თებერვლიდან ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი ვარი: ელექტროშოკის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა ვიოლანდა: აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ადვოკატი განცხადებას აქვეყნებს დაკავებული ეველპიდონის სასამართლოდან გაიქცა 16 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მძღოლს, რომელიც სასწრაფო დახმარების მანქანას ნასვამ მდგომარეობა... ირაკლიო: ბენზინგასამართი სადგური ხის ტოტის მუქარით გაძარცვეს კონსტიტუციოლოგი და ყოფილი მინისტრი ანდონის მანიტაკისი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა ხალკიდა: ტაქსის მძღოლმა გონება დაკარგა და განათების ბოძს შეეჯახა სუფთა ორშაბათი: ტრადიციები და ცრურწმენები სუფთა ორშაბათას საბერძნეთის მოსახლეობა მშვიდად შეძლებს ფრანების აფრენას
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
საბერძნეთი

თესალონიკი: ცხრა წლის ინვალიდი ბავშვი ავტობუსში დაავიწყდათ

წარმოუდგენელი ინციდენტი მოხდა თესალონიკში, როდესაც 9 წლის ინვალიდი ბავშვი ავტობუსში დაავიწყდათ.

როგორც ცნობილი გახდა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 9 წლის ბავშვი ბავშვთა კრეატიული განვითარების ცენტრში, შუადღის პროგრამაზე აპირებდა დასწრებას და სახლიდან ავტობუსში ჩვეულებრივ ჩასვეს. იმავე ავტობუსში იმყოფებოდნენ სხვა ბავშვებიც, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ აღნიშნულ პროგრამას.

დანიშნულების ადგილზე მისვლისას სხვა  ბავშვები ჩვეულებრივ ჩავიდნენ ავტობუსიდან, ხოლო ინვალიდ ბავშვს არავინ დაეხმარა ჩასვლაში, მისი არსებობა ყველას დაავიწყდა და ის ავტობუსში დარჩა. თითქმის ოთხი საათი გავიდა მანამდე, სანამ მომდევნო ცვლის მძღოლი ავტობუსში დარჩენილ ბავშვს აღმოაჩენდა.

სალონიკის არასრულწლოვანთა დაცვის ქვედირექციის თანამშრომლების მიერ შეტანილი საჩივრის შემდეგ ავტობუსის 42 წლის მძღოლი და მისი თანმხლები 23 წლის გამცილებელი დააკავეს და მათ გაუფრთხილებლობით სხეულის დაზიანების ბრალდება წარედგინათ.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *