Latest news
რომის პაპის დაკრძალვას საბერძნეთის პრემიერ მინისტრი მეუღლესთან ერთად ესწრება ილია: ძმა დას ყელში სწვდა და მოკვლით დაემუქრა  5 000-ზე მეტი მეხი ჩამოვარდა კრეტასა და როდოსზე ყველგან თან დამყავდა.. მინდა უკან დამიბრუნდეს ჩემი პატარა გოგო - აცხადებს 13 წლის გოგონას დედა, რომლ... როგორ და რატომ წაეკიდა ცეცხლი პაციენტს ოპერაციის დროს  მიწის ნაკვეთების სავალდებულო დასუფთავების ვადამ 15 ივნისამდე გადაიწია სალონიკი: მეტროსთან უპატრონოდ დატოვებულმა ჩემოდანმა აურზაური გამოიწვია მერყევი ამინდი საბერძნეთის ტერიტორიაზე კვირამდე შენარჩუნდება სამოქალაქო დაცვის სამინისტრო ხანძარსაწინააღმდეგო ზომების მიღებას იწყებს - სახანძრო სამსახურებს ახალი... საპირველმაისოდ ქალაქის ცენტრში მსვლელობები იგეგმება
კვირა, აპრილი 27, 2025
საბერძნეთისამართალი

თვითმკვლელობის მეორე მცდელობა

თვითმკვლელობის მეორე მცდელობა

როგორც ცნობილია,  წმ. ანარგირების რაიონული პოლიციის განყოფილების წინ მოკლული, 28 წლის გოგონას მკვლელობაში დამნაშავემ, კორიდალოს ციხის საკანში თვითმკვლელობა სცადა.

დამნაშავის მიერ ,,თვითმკვლელობის“ მორიგ მცდელობას, პატიმრის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანა მოჰყვა.

ამ ეტაპზე, 39 წლის მამაკაცს უკვე აღუდგა გარემოსთან კონტაქტი.  ექიმების შეფასებით, მან თვითმკვლელობის მცდელობის შემდგომი საფრთხე დაძლია და რამდენიმე დღეში მას სავარაუდოდ, საკანში გადაიყვანენ, თუმცა, პატიმარი გააგრძელებს მკურნალობას.

შეგახსენებთ, რომ შემზარავი დანაშაულის ჩამდენმა, ციხის საკანში თვითმკვლელობა იმ სახვევებით სცადა, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს თვითდაზიენების პირველ მცდელობაზე, მას ექიმებმა თავზე და კისერზე დაადეს.

მოკლული გოგონას მამამ  ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მკვლელი წლების განმავლობაში ნარკოდამოკიდებულია და მის მიერ თვითმკვლელობის მცდელობა სხვა არაფერი იყო, თუ არა ნარკოტიკების გარეშე დარჩენილი ადამიანის იმპულსური ქმედება…

უბედური გოგონას მამის აღიარებას სამედიცინო უწყების POEDIN- ის პრეზიდენტის განცხადებაც ემატება, სადაც პრეზიდენტი მიხალი ჯანაკოსი აღნიშნავს, რომ: ,, ეს ადამიანი მანიპულირებული თვითმკვლელობით ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვერ და არ აღმოჩნდება!“

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *