თითოეული წამი მნიშვნელოვანია სიცოცხლის გადასარჩენად – 23 წლის ბიჭის, რომელიც დანით დაჭრეს, დედის გულისამაჩუყებელი ინტერვიუ
თითოეული წამი მნიშვნელოვანია სიცოცხლის გადასარჩენად – 23 წლის ბიჭის, რომელიც დანით დაჭრეს, დედის გულისამაჩუყებელი ინტერვიუ
2 ძმის დედა იხსენებს დღეს, როცა მის შვილებს თავს 5 არასრულწლოვანი დაესხა: “არცერთ დედას არ ვუსურვებ იმის გავლას, რაც მე გავიარე. ჩემმა ერთმა შვილმა მეორეს სიცოცხლე გადაარჩინა. ჩემი უფროსი ბიჭი ყავდათ დაგდებული ძირს და ურტყამდნენ, როცა უმცროსმა ახლოს ჩაიარა, დაინახა, რომ მისი ძმა ეგდო ძირს, თავდამსხმელებს ხელებში შეუვარდა გასაშველებლად და სწორედ მაშინ დაჭრეს. საავადმყოფოში მისვლის შემდეგ ექიმმა დამიძახა და მითხრა რომ ყოველი წამი გადამწყვეტი იყო ჩემი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად და სასწრაფოდ უნდა ჩატარებოდა ოპერაცია. ბეწვზე ეკიდა მისი სიცოცხლე. ფილტვი ჰქონდა გახვრეტილი.”
შეგახსენებთ, რომ ჩხუბი უმნიშვნელო მიზეზის გამო დაიწყო, როცა ძმებმა არასრულწლოვნებს შენიშვნა მისცეს.