თუ არ დამიჯერებ შენც იგივე დაგემართება, რაც დორას – დაემუქრა მოძალადე მის პარტნიორს
თუ არ დამიჯერებ შენც იგივე დაგემართება, რაც დორას – დაემუქრა მოძალადე მის პარტნიორს
პოლიციამ ოთხშაბათს, 13 ნოემბერს დააკავა ახალგაზრდა კაცი ოჯახური ძალადობისა და მუქარისთვის.
მოძალადე მის პარტნიორთან და პარტნიორის შვილთან, ყოფილი ქორწინებიდან, ერთად ცხოვრობს. სამშაბათს, 12 ნოემბერს, დილით, როცა 43 წლის დორას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებულ რეპორტაჟს უყურებდნენ ბრალდებული მის პარტნიორს დაემუქრა და უთხრა: “შენც იგივე დაგემართება თუ არ დამიჯერებ.”
იმავე დღეს საღამოს 17:30 საათზე კი წყვილს შელაპარაკება მოუვიდა. ბრალდებულმა ქალს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მანქანისკენ წავიდა. ქალმა მისი შეჩერება სცადა, რადგან მანქანაში ჰქონდა საბუთები, რომლებიც სჭირდებოდა და ეშინოდა, რომ მოძალადე მას საბუთებს აღარ დაუბრუნებდა. შეჩერების მცდელობის პროცესში კი ბრალდებული დაემუქრა: “გაიწიე თორემ მოგკლავ!”
შეშინებულმა ქალმა საშველად პოლიციას მიმართა. პოლიციის თანამშრომლებმა დამნაშავე მალევე დააკავეს, თუმცა პროკურორთან დაკითხვისას დაკავებულმა განაცხადა, რომ მუქარას სერიოზული ხასიათი არ ჰქონია და ის მხოლოდ ეხუმრებოდა მის პარტნიორს. აღიარა, რომ უხეშად ესაუბრა ჩხუბის დროს, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ნერვიულია და ამან გამოიწვია მისი აფეთქება. დაკითხვისას დაკავებულმა ასევე განაცხადა, რომ არასდროს დაუშავებს რამეს მის პარტნიორს, რადგან უყვარს.
უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებული წარსულში ნასამართლევია სექსუალური ძალადობისთვის.