Latest news
დღეს ΟΑΚΑ-ს სცენაზე ლეგენდარული ჯგუფი Metallica იმღერებს მეტრო და ავტობუსები დღეს განსხვავებული განრიგით გადაადგილდებიან 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა ავიაკომპანია Ryanair-ი საბერძნეთის სახელმწიფოსგან საგადასახადო დავალიანების გაყინვას ითხოვს დღეს და ხვალ ათენში საერთაშორისო ველორბოლა გაიმართება ლეფკადა: რომ გვცოდნოდა, რომ დრონზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, ხელს არ მოვკიდებდით -... ოლიმპია კირიკუს გაუჩინარებიდან 30 წელი გავიდა Ryanair-ის კომერციული დირექტორი განცხადებას აქვეყნებს 9 მაისს დაგეგმილი Metallica-ს კონცერტზე დასასწრებად მსენელთათვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი განსაკუთრ... რომელი გზები გადაიკეტება 9 და 10 მაისს საბერძნეთში საერთაშორისო ველორბოლის ფარგლებში
კვირა, მაისი 10, 2026
კრიმინალისაბერძნეთი

იანინა-არტას ეროვნულ გზატკეცილზე ნასვამმა სატვირთო მანქანის მძღოლმა საავარიო სიტუაცია შექმნა

იანინა-არტას ეროვნულ გზატკეცილზე ნასვამმა სატვირთო მანქანის მძღოლმა საავარიო სიტუაცია შექმნა

შემზარავი გამოცდილება მიიღეს მგზავრებმა, რომლებიც იანინა-არტას ეროვნულ გზატკეცილზე გადაადგილდებოდნენ. თვითგადარჩენისთვის მოუწიათ ბრძოლა მანქანის მძღოლებს მაშინ, როცა სატვირთო მანქანა, რომელსაც მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართავდა, მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა და სახიფათო მანევრებით ცდილობდა გზაზე მომავალ მანქანებთან შეჯახების თავიდან არიდებას.

ნასვამი მძღოლის გაჩერება საგზაო პოლიციას გაუჭირდა, რადგან არ ემორჩილებოდა პოლიციის მიერ გაცემულ გაფრთხილებებს. 

თუმცა მრავალგზის მცდელობის შემდეგ მაინც მოახერხეს სატვირთო მანქანის გაჩერება. მძღოლის შემოწმების შემდეგ კი დადგინდა, რომ მას არც მართვის მოწმობა ჰქონდა და მოხმარებული ჰქონდა დიდი ოდენობით ალკოჰოლი.  

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *