იანნენა: დააკავეს კაცი, რომელმაც 14 წლის შვილს კოკაინის მოხმარების უფლება მისცა
იანნენა: დააკავეს კაცი, რომელმაც 14 წლის შვილს კოკაინის მოხმარების უფლება მისცა
უცნაური ახალი წლის დილა გათენდა იანნენას მაცხოვრებელთა ოჯახში, როცა 36 წლის კაცმა საკუთარ შვილს კოკაინის მოხმარების უფლება მისცა.
სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია სამედიცინო დეპარტამენტმა მიაწოდა მას შემდეგ რაც 1 იანვარს შუადღეს 14 წლის ბიჭი საავადმყოფოში მიიყვანეს და დადგინდა, რომ ცუდად გახდომის მიზეზი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება გახდა. არასრულწლოვანი საავადმყოფოში დედამ მიიყვანა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვანს 31 დეკემბრის ღამეს ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების უფლება საკუთარმა მამამ ავტომანქანაში მისცა. მანქანაში იმ დროს კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა.
36 წლის კაცი არასრულწლოვნის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოების შექმნისთვის და ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის დააკავეს.
