Latest news
2026 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტების სია უკვე გამოქვეყნდა სამუდამო პატიმრობა შეეფარდა 40 წლის კაცს, 13 წლის გოგონას არაერთგზის გაუპატიურებისთვის  ტაქსის მძღოლები გაფიცვას აგრძელებენ გამოძიება ვარაუდობს რომ 16 წლის ლორა პანეპისტიმიუპოლთან ახლოს არის საჯარო მოსმენაზე გამოტანილია ახალი კანონპროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს კოლექტიური ხელშეკრულებების გა... კარისტიანუ: პარტია ტემბის ტრაგედიას მანიპულაციის იარაღად არ აქცევს სიკინოსის მუნიციპალიტეტი 2026 წლიდან ყოველ ახალშობილზე 3 000 ევროს დახმარებას გასცემს კუნძული ნაქსოსი 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სიაში მოხვდა სალონიკი: პაციენტმა ექიმს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი ჰკრა 16 წლის ლორას ამ დრომდე ეძებენ
ხუთშაბათი, იანვარი 15, 2026
საბერძნეთისაზოგადოება

იანნის დამიანოსი იხსენებს დღეს, რომელმაც ის ინვალიდის ეტლს სამუდამოდ მიაჯაჭვა

იანნის დამიანოსი იხსენებს დღეს, რომელმაც ის ინვალიდის ეტლს სამუდამოდ მიაჯაჭვა

5 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იანნის დამიანოსმა კისერი მოიტეხა ევიაზე ნათლისღების დღეს ჯვრის ზღვიდან ამოტანის მცდელობისას. 

დღეს ინვალიდის ეტლს მიჯაჭვული იანნის დამიანოსი ამბობს, რომ პირველივე წუთიდან მიხვდა, რომ პარალიზდა და იქვე აცხადებს, რომ ღმერთი ადამიანებს არ სჯის.

24 წლის იანნისი ზღვაში ჯვრის ამოსატანად მისი ძმისთვის გადახდა, რომელიც ლეიკემიით არის დაავადებული. თუმცა ეს ნახტომი საბედისწერო აღმოჩნდა როგორც მისთვის, ასევე მისი ოჯახისთვის. 

“უბედური შემთხვევა იყო. წყალი ამღვრეული იყო, თავით დავასკდი მიწას და კისერი მოვიტეხე. შოკურ მდგომარეობაში წყალქვეშ 11 წამი გავატარე. ბევრი წყალი გადავყლაპე. პირქვე დავეცი. ბევრი მომენტი მახსოვს და თან არ მახსოვს. ტკივილი არ მიგრძვნია, მაგრამ მახსოვს რომ მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა. მალევე ჩამოვიდა წყალში მამაჩემი, რომელსაც ჩემი მეგობრებიც ჩამოყვნენ და ამომიყვანეს ნაპირზე. დაზიანებები არ მქონდა, არც სისხლი. ქვაზე არ დამირტყამს თავი, ქვიშაზე დავეცი. უბრალოდ ღრმა არ იყო იმ ადგილას ნაპირი და ძლიერი ვარდნისას თავის დარტმის შედეგად კისერი მოვიტეხე. თავიდანვე მივხვდი რომ დავინვალიდდი. ხელ-ფეხს ვერ ვგრძნობდი.”

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *