Latest news
ნეოს კოზმოს: საცხობი ფერფლად იქცა ჩრდილოეთ მაკედონიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 პირი მძიმედ დაშავდა ექსპერტიზის შედეგად 21 წლის იოჰანის გარდაცვალების მიზეზი დადგინდა ტრაგედია კასტორიაში: მოხუცებულმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ავტოსაგზაო შემთხვევა კიფისოზე: 8 ავტომანქანის შეჯახების შედეგად 7 მგზავრი დაშავდა პოლიცია საზოგადოებრივ ტრანსპორტში - რა უნდა ვიცოდეთ  ამინდის უეცარი ცვლილება ორგანიზმზე შეიძლება ცუდად აისახოს მეტროსადგურ პერისოზე 21 წლის ბიჭი ძარცვის მცდელობისთვის დააკავეს სანაპიროებიდან ისევ მთიან კურორტებზე - ხვალიდან ტემპერატურა რადიკალურად იცვლება სამშაბათიდან ტემპერატურა საგრძნობლად იკლებს 
ორშაბათი, მარტი 17, 2025
საბერძნეთი

ილიონი: 85 წლის მამაკაცმა მისი შვილიშვილის 13 წლის მეგობარზე იძალადა

ასაკოვანი მამაკაცის მიერ არასრულწლოვანზე ძალადობის  მორიგ შოკისმომგვრელ ფაქტს ჰქონდა ადგილი გუშინ ილიონში.

როგორც 13 წლის გოგონა ამბობს, ის მისი ერთ-ერთი მეგობრის ბაბუის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის უხამსი ქმედების  მსხვერპლი გახდა.

არასრულწლოვნის საჩივრის მიხედვით, ყველაფერი მისი 13 წლის მეგობრის სახლში, გასულ სამშაბათს, საღამოს 4 საათის შემდეგ მოხდა.

გოგონა, წარმოშობით ალბანეთიდან, მეგობრის სახლში წავიდა სათამაშოდ, როდესაც მისი მეგობრის 85 წლის ბაბუამ ისარგებლა შვილიშვილის იქ ხანმოკლე არყოფნით და 13 წლის გოგონას მიუახლოვდა.

სავარაუდოდ პედოფილმა უხამსი ქმედებები ჩაიდინა არასრულწლოვნის მიმართ, რომელმაც მოახერხა მისგან თავის დაღწევა და სახლში დაბრუნება.

გოგონამ მშობლებს გაუმხილა რაც შეემთხვა, მათ თავის მხრივ მომხდარის შესახებ ილიონის პოლიციის სამმართველოს შეატყობინეს.

85 წლის მამაკაცის წინააღმდეგ არასრულწლოვანის მიმართ უხამსი ქმედების ჩადენისა და ღირსების შელახვის ფაქტზე საქმე აღიძრა.

 

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *