ილიონ: ავტობუსის მძღოლსა და 16 წლის ბიჭს შორის ჩხუბი ატყდა
ილიონ: ავტობუსის მძღოლსა და 16 წლის ბიჭს შორის ჩხუბი ატყდა
719 ნომერ ავტობუსში, რომელიც პალატიანი-სტათმოს ლარისის განრიგს ასრულებდა, ავტობუსის მძღოლსა და ახალგაზრდა მგზავრს შორის ჩხუბი ატყდა.
“მძღოლმა დაინახა, რომ ბიჭი სირბილით მივიდა ავტობუსის გაჩერებამდე, რათა ავტობუსში ამოსვლა მოესწრო. ამიტომ შეჩერდა, ავტობუსის უკანა კარი გააღო და ბიჭს დაელოდა.” – განაცხადა ტელემაუწყებელ STAR-თან საუბრისას ათენის ურბანული ტრანსპორტის ორგანიზაციის თანამშრომელთა პროფკავშირების გენერალურმა მდივანმა, ფოტის ნიკოლაკოპულოსმა.
მძღოლმა მომხდართან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა: “როგორც კი ავტობუსში ამოვიდა სანდლები ისროლა, წამოვდექი და ვკითხე თუ რატომ იქცეოდა ასე, მე ხომ დაველოდე რომ ავტობუსში ამოსვლა შეძლებოდა.”
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მძღოლს დაემუქრა, მიუახლოვდა და სახეში ჩაარტყა. მძღოლს სათვალე ეკეთა, რომელიც დარტყმის შედეგად გატყდა, მძღოლს მოტეხილი აქვს კბილიც.
“თავდასხმის შემდეგ ჩავკეტე ავტობუსის კარები და პოლიცია გამოვიძახე” – აცხადებს მძღოლი.
პოლიციამ როგორც არასრულწლოვანი ასევე ავტობუსის მძღოლიც განყოფილებაშ გადაიყვანა.
