ინდოეთში ავიაკატასტროფა მოხდა
ინდოეთში ავიაკატასტროფა მოხდა
ინდოეთში 12 ივნისს მომხდარმა ავიაკატასტროფამ 241 მგზავრის სიცოცხლე იმსხვერპლა.
თვითმფრინავი გუჯარათის შტატის ქალაქ აჰმედაბადის აეროპორტიდან აფრინდა და იქვე, დასახლებულ რაიონში, მედიკოსების საერთო საცხოვრებელს დაეცა.
კატასტროფას გადაურჩა ბორტზე მყოფი ერთი მგზავრი, დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ვიშვაშ კუმარ რამეში, რომელიც რამდენიმე დღით ინდოეთში ოჯახის მოსანახულებლად იმყოფებოდა და დიდ ბრიტანეთში ბრუნდებოდა. ის, 20 წელია, ბრიტანეთში ცხოვრობს.
Facebook Comments Box
