იოანინა: ავტოსაგზაო შემთხვევამ 26 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა
იოანინა: ავტოსაგზაო შემთხვევამ 26 წლის ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა
იოანინაში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე დაფიქსირდა კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელმაც ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
უბედური შემთხვევა შაბათს გამთენიისას დოდონის ქუჩაზე მოხდა. ავტომანქანის მძღოლმა გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავარდა და ხეს შეასკდა.
უბედური შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა სამაშველო ჯგუფი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. დაშავებულის მანქანიდან გადმოყვანას 11 მეხანძრე ცდილობდა. ხანგრძლივი სამაშველო სამუშაოების შემდეგ დაშავებული მძღოლი ავტომანქანიდან უგონო მდგომარეობაში გადმოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისთვის ყოველგავრი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა უკვე დაგვიანებული იყო.