იოანინა: არასრულწლოვნები ეროტიკული ხასიათის ვიდეოებს ავრცელებდნენ
იოანინა: არასრულწლოვნები ეროტიკული ხასიათის ვიდეოებს ავრცელებდნენ
შოკის მომგვრელი იყო იოანინას მაცხოვრებლებისთვის ვიდეოს ხილვა, რომელიც რვა ახალგაზრდამ გაავრცელა.
აღნიშნულ ვიდეოში შვიდი არასრულწლოვანი ბერძენი და ერთი სრულწლოვანი უცხო ქვეყნის მოქალაქე სექსუალურ კავშირს ამყარებს ორ 15 წლის გოგონასთან.
ვიდეო თვეების განმავლობაში გადადიოდა ტელეფონიდან ტელეფონში, სანამ მიაღწევდა პოლიციამდე. სამართალდამცავმა ორგანოებმა მაშინვე დაიწყეს გამოძიება, რათა დაეცვათ გოგონები, რომელთაგან ერთი 15 წლის არის, ხოლო მეორე კი მასზე რამდენიმე თვით უფროსია.
პოლიციამ დამნაშავეები დააკავა, მათ ჩამოერთვად მობილური ტელეფონები და ამოღებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, თუ რა მასშტაბები ჰქონდა მოცული აღნიშნული ეროტიკული ხასიათის ვიდეოს.
დაკავებულების წინააღმდეგ აღიძრა საქმე არასრულწლოვნების პორნოგრაფიული ვიდეოების გავრცელებისთვის.