იოანინა: პოლიციამ 2 არასრულწლოვანი დააკავა 13 წლის გოგონაზე თავდასხმის გამო
იოანინა: პოლიციამ 2 არასრულწლოვანი დააკავა 13 წლის გოგონაზე თავდასხმის გამო
დაემუქარნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს კვირას საღამოს 13 წლის გოგონას.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აღნიშნული შემთხვევა იოანინაში, ღარივალდის ქუჩაზე 10 ნოემბერს მოხდა საღამოს 19:40 საათზე. 13 წლის გოგონას მისი თანატოლი 15 წლის ბიჭთან ერთად დაესხა თავს. გოგონამ პირველი დარტყმა ფეხში მიიღო და როცა თავდამსხმელებმა მეორედაც დააპირეს დარტყმის გამეორება ძალა მოიკრიბა და გაიქცა. პოლიციასთან საუბრისას დაზარალებულმა განაცხადა, რომ ეს არ იყო პირველი თავდასხმის შემთხვევა, რადგან 2 თვის წინ 15 წლის ბიჭმა სახეში მუშტი ჩაარტყა და დანით დაემუქრა.
პოლიციამ არასრულწლოვნები დააკავა 15 წლის ბიჭის მამასთან ერთად.
Facebook Comments Box