ირაკლიოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ნახევარ კილოზე მეტი მარიხუანა გადაჰქონდათ
ირაკლიოში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ნახევარ კილოზე მეტი მარიხუანა გადაჰქონდათ
ირაკლიოში ორმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ ქალაქში, ეჭვი აღუძრა სამართალდამცავ ორგანოებს. პოლიციამ ისინი ოთხშაბათს შესამოწმებლად გააჩერა და შემოწმებისას აღმოაჩინა რომ თან დამუშავებული მარიხუანა ჰქონდათ, რომელიც უნდა გადაეცათ მათი თანამემამულეებისთვის.
დაკავებულები 27 და 22 წლის მამაკაცები არიან. მათ თან ხუთი შეკვრა დამუშავებული მარიხუანა ჰქონდათ, შოკოლადის ფორმაში. ნარკოტიკული ნივთიერება ჯამში 457 გრამს იწონიდა.
ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ დაკავებულების სახლების ჩხრეკის ორდერი გასცა. ჩხრეკის შედეგად მათი სახლებიდან კიდევ 195 გრამი დამუშავებული მარიხუანა ამოიღეს და დააკავეს კიდევ ორი 23 და 30 წლის მამაკაცი, რომლებიც აწ უკვე ზემოთ ხსენებულ დაკავებულებთან ერთად ცხოვრობდნენ.
მათ წინააღმდეგ აღძრულია საქმე ნარკოტიკული ნივთიერების ფლობა, გადატანა, გაყიდვისთვის.