ირაკლიოში ფურგონს ხე დაეცა
ირაკლიოში ფურგონს ხე დაეცა
მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ავტომანქანას, რომელსაც მოულოდნელად ადგილიდან მოწყვეტილი ხე დაეცა.
Cretapost-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აღნიშნული შემთხვევა ორშაბათს დილით ფრაგაკის ქუჩაზე მოხდა. როდესაც მანქანის მეპატრონე მანქანის წამოსაყვანად ფრაგაკის ქუჩაზე მივიდა დაინახა, რომ ფესვებიანად მოწყვეტილი ხე მის გამნქანაზე ეგდო.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა პოლიცია და სახანძრო-სამაშველო სამსახური. როგორც დადგინდა ხე კერძო ტერიტორიას მიეკუთვნებოდა და დაუყოვნებლივ მოხდა კერძო საკუთრების მეპატრონის გაფრთხილებაც. სახანძრო-სამაშველო სამსახურმა მოწყვეტილი ხე უსაფრთხო ადგილას გადაიტანა, რათა არ გამოწვეულიყო გადაადგილების შეფერხება.
Facebook Comments Box