ირაკლიო: დღეს 3 წლის ანგელოს ბიოლოგიურ მამას გამომძიებელი დაკითხავს
ირაკლიო: დღეს 3 წლის ანგელოს ბიოლოგიურ მამას გამომძიებელი დაკითხავს
დღეს 3 წლის ანგელოს ბიოლოგიურ მამას დაკითხავს გამომძიებელი. შეგახსენებთ, რომ პატარაზე მისი 26 წლის დედამ და 44 წლის მამობილი გამუდმებით ძალადობდა და სწორედ ფიზიკური ძალადობის შედეგად მიყენებული ტრავმებით გარდაიცვალა 3 წლის ანგელო.
Cretapost-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბიჭის ბიოლოგიურ მამას ბრალი ედება შვილზე ძალადობაში და არასრულწლოვნის საფრთხის შემცველ გარემოში მიტოვებაში. სწორედ ამ ბრალდებებთან დაკავშირებით მოუწევს პასუხების გაცემა ბრალდებულს დღეს.
შეგახსენებთ რომ ბიჭის ბიოლოგიურმა მამამ გუშინ 24 საათიანი ვადა ითხოვა დაკითხვამდე.
თავად ბრალდებული ყველა ბრალდებას უარყოფს. სასამართლო პროცესს დაესწრება 3 წლის ანგელოს ბებია და ოჯახის მეგობარიც.
“მამა უარჰყოფს ყველა ბრალდებას. ამტკიცებს, რომ ბავშვი 2 წელი არ ჰყავდა ნანახი, შესაბამისად შეუძლებელი იყო მასზე ფიზიკურად ეძალადა. პირველი წლის განმავლობაში, როცა ბავშვთან შეხება ჰქონდა, მასზე ფიზიკურად არ ძალადობდა.” – აღნიშნა ბრალდებულის ადვოკატმა, ელისავეტ პანაიოტიდუმ.