ირაკლიო: კაცმა მეუღლე უმოწყალოდ სცემა და ადგილიდან მიიმალა
ირაკლიო: კაცმა მეუღლე უმოწყალოდ სცემა და ადგილიდან მიიმალა
34 წლის ბულგარეთის მოქალაქე 21 ოქტომბერს ღამით საკუთარმა მეუღლემ უმოწყალოდ სცემა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად წყვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მალევე ჩხუბში გადაიზარდა. 32 წლის კაცმა მეუღლე ძირს დააგდო და სახისა და სხეულის არეში მუშტები და წიხლები ურტყა.
ქალს სხეულის მსუბუქი დაზიანებები აქვს მიყენებული, რამაც საშუალება მისცა თავდამსხმელის სახლიდან წასვლის შემდეგ პოლიციაში მისულიყო და შველა ეთხოვა.
პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად დაზარალებულმა საჩივარი შეიტანა თუმცა თავშესაფარში გადაყვანასა და panic button-ის გააქტიურებაზე უარი განაცხადა.
სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს თავდამსხმელის ძებნა.
Facebook Comments Box
