ირაკლიო: კაცმა მის პარტნიორს თავში ბოთლი ჩაარტყა
ირაკლიო: კაცმა მის პარტნიორს თავში ბოთლი ჩაარტყა
ირაკლიოში კიდევ ერთი ოჯახური ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა. 46 წლის ქალმა საჩივარში განაცხადა, რომ მისმა 41 წლის პარტნიორმა თავში შუშის ბოთლი ჩაარტყა.
დარტყმის შედეგად ძალადობის მსხვერპლს თავის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული.
პოლიციის ხელთ არსებული საქმის მასალების თანახმად 41 წლის კაცმა მის პარტნიორზე ავტომანქანაში იძალადა, მაშინ, როცა გიოფიროს ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ. წყვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა, რის შედეგადაც როგორც უკვე აღვნიშეთ 46 წლის ქალს მოძალადემ თავის არეში მიაყენა დაზიანებები.
პოლიციამ 41 წლის კაცი უკვე დააკავა.
Facebook Comments Box