Latest news
კრეტა: ძლიერმა ქარმა კუნძულზე სათბურები მიწასთან გაასწორა სალონიკი: პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 33 წლის კაცი დააკავეს შთამბეჭდავი სანახავია თეთრად შემოსილი პელოპონისო და სალონიკის მთიანი ნაწილი ტაქსის მძღოლები დღესაც აგრძელებენ გაფიცვას კერნიკის ეროვნულ პარკში 23 მეტრის სიმაღლი 1074 წლის ხე დგას  21 იანვარი: უამინდობის ფენომენის გამო სასწავლო პროცესი ოფიციალურად შეწყდა ბარომეტრი საბერძეთის საზამთრო სეზონისთვის შეუფერებლად დაბალ ტემპერატურას აჩვენებს ტაქსის მძღოლები ისევ 48 საათიან გაფიცვას აცხადებენ ევია: დიდთოვლობის გამო დირფისის კურორტისკენ მიმავალ გზაზე 2 ახალგაზრდა გაიჭედა მოსწავლემ სკოლაში ხანძარი გააჩინა
ოთხშაბათი, იანვარი 21, 2026
Uncategorizedსაბერძნეთი

ირაკლიო: მშობლები 8 არასრულწლოვანზე 3 წლის განმავლობაში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ

ირაკლიო: მშობლები 8 არასრულწლოვანზე 3 წლის განმავლობაში ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ

ბავშვთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციამ ირაკლიოში მომხდარი არასრულწლოვნებზე ძალადობის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

განაცხადში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ პროკურატურაში 2025 წლის 1 დეკემბერს გაიგზავნა განცხადება, რომელიც 8 ბავშვზე ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს აფიქსირებდა. 

აღნიშნულ ოჯახზე ბავშვთა დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციაში არაერთხელ იყო შესული საჩივარი, ორგანიზაციას კი გაგზავნილი ჰქონდა 4 განცხადება შესული საჩივრების შემდეგ:

  • 2022 წლის 3 მარტს
  • 2022 წლის 12 მაისს
  • 2024 წლის 4 ივნისს
  • 2025 წლის 12 მაისს.

2022 წლის 3 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციას ძალადობის ფაქტის შესახებ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეატყობინა, როცა აღნიშნული ოჯახიდან ჩაიბარა 2,5 წლის ბავშვი, რომელსაც 6 დამამშიდებელი ჰქონდა მიღებული. ბავშვი ძლიერი ინტოქსიკაციის გამო ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში განათავსეს.

მშობლები, რომლებსაც ბრალად საკუთარ შვილებზე ფიზიკური და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ედებათ ბრალი, იღებენ არაერთ დახმარებას როგორც მრავალშვილიანი ოჯახი და აქვთ სოც.დაუცველთა სტატუსი.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *