ირაკლიო: პოლიციამ 47 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ავტოსადგურზე ტურისტებს და პოლიციელებს თავს დაესხა
ირაკლიო: პოლიციამ 47 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ავტოსადგურზე ტურისტებს და პოლიციელებს თავს დაესხა
პოლიციამ 47 წლის ალბანეთის მოქალაქე დააკავა, რომელიც სამშაბათს თავს დაესხა ტურისტებს და პოლიციელებს ირაკლიო-ლასითის ავტოსადგურზე.
თავდამსხმელმა, რომელიც სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, მოურიდებლად დაიწყო მოქალაქეებისთვის გინება, რომლებიც ავტობუსს ელოდებოდნენ ავტოსადგურზე. დამნაშავე სიტყვიერ შეურაცხყოფას არ დასჯერდა და ხელს კრავდა ტურისტებს. ბოროტმოქმედის შესაჩერებლად პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო, თუმცა როცა სამართალდამცავი ორგანოები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ ბრალდებული მათაც თავს დაესხა.
Cretalive-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბრალდებულს 3 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
Facebook Comments Box
