ირაკლიო: სისხლის აღების ადათს 2 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა – ოჯახების ომი ვორიზიაში
ირაკლიო: სისხლის აღების ადათს 2 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა – ოჯახების ომი ვორიზიაში
შოკის მომგვრელია 2 ოჯახის სისხლიანი შეტაკება, რომელიც კუნძულ კრეტაზე, კერძოდ ირაკლიოს ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
კუნძულ კრეტაზე ვენდეტას, სისხლის აღების ადათი 21-ე საუკუნეშიც შემორჩენილია და ამის ნათელი მაგალითი დღეს დილით ატეხილი სროლა გახდა, რომლის შედეგადაც 2 ადამიანი უკვე დაიღუპა. გარდაცვლილები მოწინააღმდეგე ოჯახის წევრები არიან.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ოჯახებს, რომლებიც ერთმანეთს მტრად არიან გადაკიდებული უკვე წლებია, შეხვედრა 10:30 საათზე ჰქონდათ დანიშნული.
ამჟამად სოფელ ვორიზიაში შეიარაღებული ძალები იმყოფებიან წესრიგის დასაცავად. ამჟამინდელი მდგომარეობით სოფელში შესვლა აკრძალულია, რადგან ოჯახებს შორის “ომი” არ წყდება.
ატეხილი სროლის შედეგად, რომელიც ეხლაც მიმდინარეობს უკვე 2 პირი გარდაიცვალა, ხოლო 4 კი დაიჭრა. არნახული მატერიალური ზიანი მიადგა როგორც სოფელში გაჩერებულ ავტომანქანებს, რომლებსაც ნატყვიარი ეტყობათ, ასევე უძრავ ქონებასაც.
გარდაცვლილთაგან ერთ-ერთი 38 წლის კაცია, რომელიც მოწინააღდეგე ოჯახის წარმომადგენლების ტყვიამ იმსხვერპლა.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ თავდამსხმელებმა ჯერ სახლი ააფეთქეს, შემდეგ კი კალაშნიკოვებიდან სროლა დაიწყეს შურის საძიებლად.
“უეცრად დავინახე თუ როგორ ისვროდნენ ყველა მიმართულებით. თავიდან ვერ მივხვდი საიდან მოდიოდა ამდენი ტყვია. მალევე მივხვდი რომ ჯოჯოხეთში მოვხვდი. დაუყოვნებლივ დავრეკე პოლიციაში. თანამშრომლებმა მირჩიეს სახლში გავბრუნებულიყავი. ჩემს თვალწინს მოკლეს ერთ-ერთი ოჯახის წევრი. ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს ისე ახლოს ჩამიარა ტყვიამ.” – აცხადებს მეზობელი, რომელიც შეტაკების დროს შემთხვევით სახლიდან გამოვიდა.
