ირაკლიო: 19 წლის ბიჭი არასრულწლოვნებმა დანის მუქარით გაძარცვეს
ირაკლიო: 19 წლის ბიჭი არასრულწლოვნებმა დანის მუქარით გაძარცვეს
19 წლის ბიჭს კვირას ღამით, 62 მოწამეს გამზირზე თავს დაესხნენ 14 და 17 წლის არასრულწლოვნები, რომლებმაც მას დანის მუქარით 130 ევრო გამოსძალეს.
ძარცვის შემთხვევა ღამის 23:30 საათზე დაფიქსირდა.
დაზარალებულის მიერ მიცემული ჩვენების საფუძველზე პოლიციამ უკვე მოახდინა მძარცველების იდენტიფიცირება და იმავე ღამით მათი განყოფილებაში გადაყვანა.
დაკავებულებს ჩხრეკისას აღმოაჩნდათ 2 დანა და 130 ევრო, რომელიც 19 წლის ბიჭისგან მიითვისეს.
Facebook Comments Box