ირაკლიო: 25 წლის ბიჭმა 13 წლის გოგონა გააუპატიურა
ირაკლიო: 25 წლის ბიჭმა 13 წლის გოგონა გააუპატიურა
ჯოჯოხეთის გავლა მოუწია 13 წლის გოგონას ირაკლიოდან, რომელიც ჩვენებაში აცხადებს, რომ მისმა მამინაცვალმა გააუპატიურა.
patris.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად 13 წლის გოგონა თავად მივიდა პოლიციის განყოფილებაში და თანამშრომლებისგან დახმარება ითხოვა.
ჩვენებაში გოგონა აცხადებს, რომ მისი მამინაცვალი, რომელიც წარმოშობით სირიიდან არის, ღამით მის საძინებელში შევიდა და გააუპატიურა.
პოლიციამ დაუყოვნებლივ დააკავა მოძალადე და მასთან ერთად გოგონას დედაც, რომელმაც როდესაც გოგონასგან შეიტყო თუ როგორ მოექცა მას მისი მამინაცვალი, გოგონას ხელი გაარტყა, დაემუქრა და მოსთხოვა რომ გაჩუმებულიყო.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლის გარდა კიდევ 2 არასრულწლოვანი ცხოვრობს, რომლებიც დროებით, პროკურორის ბრძანებით, ნათესავებთან გადავლენ საცხოვრებლად.