ირაკლიო: 37 წლის კაცმა პოლიციას ცრუ ჩვენება მისცა და განაცხადა რომ ავტომანქანა მოპარეს, რათა სადაზღვეო კომპანიას ზიანი აენაზღაურებინა
ირაკლიო: 37 წლის კაცმა პოლიციას ცრუ ჩვენება მისცა და განაცხადა რომ ავტომანქანა მოპარეს, რათა სადაზღვეო კომპანიას ზიანი აენაზღაურებინა
სამართალდამცავმა ორგანოებმა 37 წლის კაცი თაღლითობისთვის დააკავა, რადგან დაკავებულმა განაცხადა, რომ ავტომანქანა მოპარეს, იმისთვის რომ სადაზღვეო კომპანიისგან ზიანის ანაზღაურება მიეღო.
Cretapost-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ყველაფერი 8 ოქტომბერს დაიწყო, როცა 37 წლის კაცი განყოფილებაში მივიდა და განაცხადა რომ მისთვის უცნობმა პირებმა 30 000 ევროს ღირებულების სასოფლო-სამეურნეო მანქანა მოპარეს. რამდენიმე დღის შემდეგ, კერძოდ 12 ოქტომბერს კი განაცხადა, რომ იპოვა მანქანა, მაგრამ დაზიანებული, რადგან მანქანას აკლდა ნაწილები.
პოლიციამ გამოძიების შედეგად დაადგინა, რომ ქურდობას ადგილი არ ჰქონია. სამართალდამცავმა ორგანოებმა ასევე დაადგინეს, რომ მანქანის მეპატრონემ ცრუ ჩვენება იმიტომ მისცა, რომ სადაზღვეო კომპანიისგან თანხის გამოძალვა სურდა.