ისევე როგორც დღეს, ხვალაც დილის 08:00 საათიდან აღლუმების დასრულებამდე სინდაგმის მეტროსადგური დაკეტილი იქნება
ისევე როგორც დღეს, ხვალაც დილის 08:00 საათიდან აღლუმების დასრულებამდე სინდაგმის მეტროსადგური დაკეტილი იქნება
საბერძნეთში, 25 მარტს დაგეგმილი აღლუმების გამო, რომლებიც ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად გაიმართება, მეტროსა და ტრამვაის გადაადგილების განრიგში ცვლილებები შევა, ისევე როგორც ცენტრალურ გზებზე გადაადგილებაში.
უფრო კონკრეტულად კი, მეტროსადგური სინდაგმა დაიკეტება ორშაბათს, 24 მარტს და სამშაბათს 25 მარტს დილის 08:00 საათიდან აღლუმების დასრულებამდე. ვაგონები, მეტროსადგურს გაუჩერებლად გაივლიან.
ტრამვაის მე-7 ხაზი “ასკლიპიო ვულას-აგია ტრიადა პირეა” სამშაბათს, 25 მარტს დილის 09:00 საათიდან შუადღის 14:00 საათამდე გაჩერება “სეფ”-ზე გაჩერდება.
Facebook Comments Box