Latest news
კვიპროსზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ 21 წლის გოგოს სიცოცხლე იმსხვერპლა ირაკლიოს მერი სოფელ ვუტესში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს - რატომ იხსნება სოფელში გზები ევია: ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მაღაზიის შესასვლელში შევარდა მგზავრი მატარებლის რელსებში გადავარდა - დაკეტილია ევანგელისმოსა და მეღარო მუსიკის სადგურები რომის პაპის დაკრძალვას საბერძნეთის პრემიერ მინისტრი მეუღლესთან ერთად ესწრება ილია: ძმა დას ყელში სწვდა და მოკვლით დაემუქრა  5 000-ზე მეტი მეხი ჩამოვარდა კრეტასა და როდოსზე ყველგან თან დამყავდა.. მინდა უკან დამიბრუნდეს ჩემი პატარა გოგო - აცხადებს 13 წლის გოგონას დედა, რომლ... როგორ და რატომ წაეკიდა ცეცხლი პაციენტს ოპერაციის დროს  მიწის ნაკვეთების სავალდებულო დასუფთავების ვადამ 15 ივნისამდე გადაიწია
კვირა, აპრილი 27, 2025
საბერძნეთისამართალი

ის საბედისწერო 5 წუთი საერთოდ არ მახსოვს….

ის საბედისწერო 5 წუთი საერთოდ არ მახსოვს….

,,ის საბედისწერო 5 წუთი პოლიცის განყოფილებაში და ჩასაფრება მკვლელობის გამო, საერთოდ არ მახსოვს“ -ამბობს მკვლელი.

39 წლის მკვლელი მამაკაცი ცდილობს ყველა დაარწმუნოს იმაში, რომ არაფერი ახსოვს 28 წლის გოგონას მკვლელობასთან დაკავშირებით და, ასევე იშველიებს იმ ფაქტსაც, რომ ის, ბოლო წლების განმავლობაში ფსიქიატრიულ საავადმოფოში გადიოდა რეაბილიტაციას, რადგანაც ქრონიკული ფსიქიური აშლილობით ,,იტანჯება!“…

წმ. ანარგირების რაიონში, პოლიციის განყოფილების შენობის წინ, 28 წლის კირიაკი გრივას სასტიკმა მკვლელობამ საზოგადოების უდოდესი აღშფოთება გამოიწვია.

მასშტაბური რეზონანსის შედეგად, სახელმწიფოს ხელისუფლება ცდილობს გამჭვირვალედ გააშუქოს ინცინდენტის გამომწვევი დარღვევები და შეცდომები, რომელშიც პოლიციის თანამშრომლებს ადანაშაულებს.  .

გამოძიების შედეგად მოპოვებული მონაცემებითა და  ჩვენებებით ირკვევა, რომ 28 წლის მსხვერპლი განყოფილებაში 22.10-დან 22.15 საათამდე, დაახლოებით 5 წუთი იმყოფებოდა.

ქალი რაიონული პოლიციის განყოფილების თანამშრომელს ესაუბრა და სახლში დასაბრუნებლად საპატრულო მანქანა ითხოვა…

პოლიციის თანამშრომლებმა სიტუაცია არასათანადოდ შეფასეს და მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის მაგივრად, მსხვერპლს (ირონიულად) უპასუხეს, რომ ეს შეუძლებელია და 100-ზე დარეკვა მოუწოდეს…

ტრაგედია სწორედ იმ საბედისწერო 5 წუთში დატრიალდა: გოგონას, რომელსაც პოლიცელთან ჯერ საუბარიც კი არ დაესრულებინა, მკვლელი თავს დაესხა და დანით აჩეხა.

ტელეფონში, რომლის მეორე ხაზზეც პოლიციელი იმყოფებოდა, მამაკაცის განწირული ხმა გაისმა: ,, გვიშველეთ! კლავს, კლავს! გოგონა მოკლა! სასწრაფო დახმარებას გამოუძახეთ! გოგონა მოკლეს!” – ეს ხმა გოგონას თანმხლებ მეგობარს ეკუთვნოდა, რომელმაც სამწუხაროდ, კირიაკი გადარჩენა ვერ შეძლო.

გუშინ, ხუთშაბათს (4/4) აღიარებითი ჩვენების შემდეგ, გამომძიებელმა და პროკურორმა გადაწყვიტეს, რომ დამნაშავე ციხის ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაეყვანათ, თუმცა 39 წლის მამაკაცი საგამოძიებო განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც  მან სასამართლო ოფიცერს განუცხადა: „არაფერი მახსოვს რა მოხდა… დღეს შევიტყვე, რომ  რაღაც არასწორად გავაკეთე“…

P.S. ძალადობისა და გულგრილობის შედეგად,  კიდევ ერთი ადამიანის მკვლელობაში ყველა დამნაშავეა: სახელმწიფოებრივი ბიუროკრატიული აპარატი, კანონი, საზოგადოება, ახლობლები.ერთერთ პოლიციელს იმ  30 პოლიციელისაგან შემდგარი რაზმიდან, რომელიც აგ. ანარგირის პოლიციის შენობას ,,იცავდა“ მკვლელობით აღშფოთებული მოსახლეობისაგან, 28 წლის კირიაკი რომ დაეცვა, დღეს გოგონა ცოცხალი იქნებოდა…

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *