იტალია: Valentino-ს მოდის სახლის შოურუმიდან ქურდებმა 140.000 ევროს ღირებულების ჩანთები მოიპარეს
იტალია: Valentino-ს მოდის სახლის შოურუმიდან ქურდებმა 140.000 ევროს ღირებულების ჩანთები მოიპარეს
იტალიაში, კერძოდ რომში პარასკევს ღამით პოლიციისთვის ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა მოდის სახლი Valentino-ს შოურუმიდან 140.000 ევროს ღირებულების ჩანთები მოიპარეს.
გამოძიებას ტრევის პოლიციის განყოფილება აწარმოებს. ქურდობის შესახებ ზარი პოლიციაში კერძო დაცვის თანამშრომლებმა განახორციელეს, რომლებმაც შოუ რუმის ჩვეული შემოწმებისას აღმოაჩინეს, რომ მაღაზიიდან დიდი ოდენობით ჩანთები იყო გამქრალი.
აღნიშნულ უბანში მსგავსი ქურდობა უჩვეულო არ არის, რადგან გასულ იანვარს შოუ რუმის მეზობლად მდებარე ვილიდან დამნაშავეთა დაჯგუფებამ 500.000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარა. დამნაშავეებს პოლიცია ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს.
Facebook Comments Box