იღუმენიცა: მშობლები უარს აცხადებენ ბავშვების სკოლაში გაშვებაზე
იღუმენიცა: მშობლები უარს აცხადებენ ბავშვების სკოლაში გაშვებაზე
პარასკევს, 7 ნოემბერს იღუმენიცას საჯარო სკოლაში მომხდარი ინციდენტმა, რომელიც გაკვეთილების დაწყებამდე დაფიქსირდა, მშოლების აღშფოთება გამოიწვია.
სკოლაში ჭერი ჩამოინგრა. ბოლო 1 კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა საბერძნეთში, სწორედ ამიტომ მშობლები უარს აცხადებენ ბავშების სკოლაში გაშვებაზე. საბედნიეროდ იღუმენიცას სკოლაში მომხდარ ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა სამშაბათს პორტო რაფტის სკოლაში ჩამონგრეული თაბაშირის ჭერის შემთხვევის შედეგად 2 მოსწავლე მსუბუქად დაშავდა.
Thespro-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მშობელთა ასოციაციამ დაუყოვნებლივ მოიწვია რიგგარეშე კრება, რომელზეც გადაწყდა, რომ მოსწავლეები 10 ნოემბერს გაკვეთილებს არ დაესწრებიან, ხოლო თავად კი სკოლის წინ შეიკრიბებიან და გამართავენ საპროტესტო აქციას, რათა პასუხისმგებელმა ორგანოებმა იზრუნონ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და უსაფრთხოებაზე.
