იღუმენიცა: რეაგირება ვერ მოვასწარი – აცხადებს მძღოლი, რომელიც 10 წლის ბავშვს შეეჯახა
იღუმენიცა: რეაგირება ვერ მოვასწარი – აცხადებს მძღოლი, რომელიც 10 წლის ბავშვს შეეჯახა
შოკურ მდგომარეობაში გადაიყვანეს განყოფილებაში მძღოლი, რომელიც 10 წლის მაქსიმეს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ქალს ამ დრომდე უჭირს მომხდარის გააზრება.
შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა ლადოხორიში მოხდა, როცა ბიჭუნა გზის გადაკვეთას ცდილობდა. ავტომანქანა ბავშვს მშობლების თალწინ დაეჯახა.
ტელემაუწყებელი STAR-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მძღოლი შოკური მდგომარეობიდან ვერ გამოიყვანეს.
როდესაც ჰკითხეს ავტოსაგზაო შემთხვევის დეტალები უპასუხა: “რა გითხრათ? რაც არ უნდა ვთქვა ბავშვი აღარ არის.. გადასასვლელამდე მისული არ ვიყავი როცა ბავშვი გზაზე გადმოხტა. ვერ მოვასწარი რეაგირება.”
პროკურორმა ვიდეო მასალის დეტალური შესწავლის ბრძანება გასცა.
Facebook Comments Box
