იძებნება მძღოლი, რომელმაც 17 წლის გოგონა ქუჩაში უმწეო მდგომარეობაში მიატოვა
იძებნება მძღოლი, რომელმაც 17 წლის გოგონა ქუჩაში უმწეო მდგომარეობაში მიატოვა
მიმდინარეობს გამოძიება როგორც იმ ავტომანქანქანის მძღოლის იდენტიფიცირებისთვის, რომელიც 17 წლის გოგონას დაეჯახა და უმწეო მდგომარეობაში გზაზე მიატოვა, ასევე იმ მძღოლების ვინაობის დასადგენად, რომლებმაც უგულებელჰყვეს გოგონა და არ შეჩერდნენ მის დასახმარებლად. გამვლელების გულგრილობის გამო გოგონა ქუჩაში უმწეო მდგომარეობაში 10 წუთის განმავლობაში ეგდო.
17 წლის გოგონა საავადმყოფოში გადის მკურნალობას. გამომდინარე იქიდან, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარება ძალიან მძიმეა, ვერ ახერხებს ჩვენება მისცეს პოლიციელებს.
კონსტანტია დიმოღლიდუს განცხადების თანახმად, დაშავებული გოგონასთვის ვინმეს ერთი წუთით ადრე მაინც რომ გაეწია დახმარება ახლა მისი მდგომარეობა კრიტიკული არ იქნებოდა.
Facebook Comments Box