Latest news
გულიც რომ ეთხოვათ მივცემდი - აცხადებს დედა, რომელმაც შვილს ღვიძლი გადაუნერგა ბავშვებს სხეულზე აღმოაჩნდათ სიგარეტისგან მიყენებული დამწვრობები და მარკერით ნაჯღაბნები კრეტა: ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრიტანელი ტურისტი კუნძულზე ჩაფრენისთანავე დაესხა თავს მეუღლეს 17 წლის ბიჭმა 50 წლის კაცი უმოწყალოდ სცემა - დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს ხვალიდან ატმოსფეროში აფრიკული მტვერი ბრუნდება 20 მაისს პროკურორის წინაშე წარსდგება 32 წლის ქალი, რომელიც შვილების სხეულებზე აღმოჩენილი სიგარეტის დ... კვირა ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატებით დაიწყო ლარისა: საავადმყოფოში შესამოწმებლად მისულ 5 და 6 წლის ბავშვებს სხეულის არეში დამწვრობები აღმოაჩნდათ ... კაცი მიტოვებულ სარდაფში ჩამომხრჩვალი იპოვეს - გამოძიება ვარაუდობს რომ ცხედარი სარდაფში 6 დღის განმავ... ავტომანქანა 40 წლის კურიერს შეეჯახა და ადგილიდან მიიმალა
ოთხშაბათი, მაისი 21, 2025
საბერძნეთიმსოფლიო

კადრები რომის პაპი ფრანცისკეს დაკრძალვიდან

კადრები რომის პაპი ფრანცისკეს დაკრძალვიდან

რომის პაპი ფრანცისკე, საკუთარი ანდერძის თანახმად, სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. ის 1903 წელს ლეო მე-13-ის დაკრძალვის შემდეგ პირველი პაპი გახდა, რომელიც ვატიკანის გარეთ დაკრძალეს. დღეიდან იწყება ცხრადღიანი გლოვა, რომლის განმავლობაშიც ყოველდღიურად აღევლინება მესა ფრანცისკეს სახელზე.

დაკრძალვა ვიწრო წრეში გაიმართა რამდენიმე კარდინალის, ასევე ფრანცისკეს პირადი ექიმის, მასიმილიანო სტრაპეტის მონაწილეობით.

სანტა მარია მაჯორეს ეკლესიაში რომის პაპი წმინდა პეტრეს მოედნიდან გადაასვენეს. ფრანცისკეს უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად რომის ქუჩებში იმ გზის გასწვრივ, სადაც სამგლოვიარო პროცესიამ ჩაიარა, 150 ათასამდე ადამიანი გამოვიდა.

ვატიკანის ცნობით, პონტიფიკოსთან გამოსამშვიდობებლად დაახლოებით 250 ათასი ადამიანი მივიდა. პაპის დაკრძალვაზე სულ იტალიაში 150-ზე მეტი საერთაშორისო დელეგაცია ჩავიდა. ცერემონიას საქართველოს ოფიციალური დელეგაციაც დაესწრო.

პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. კარდინალი ხორხე მარიო ბერგოლიო კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლად აირჩიეს 2013 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც პაპი ბენედიქტ XVI გადადგა. ის იყო პირველი ლათინოამერიკელი იეზუიტი პაპი და ერთ-ერთი უხუცესი ეკლესიის ისტორიაში.

ახალი პაპის ასარჩევად კონკლავი ფრანცისკეს გარდაცვალებიდან 15-20 დღის ვადაში უნდა გაიმართოს. ვარაუდობენ, რომ კონკლავი 6 მაისის შემდეგ დაინიშნება.

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *