Latest news
2026 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტების სია უკვე გამოქვეყნდა სამუდამო პატიმრობა შეეფარდა 40 წლის კაცს, 13 წლის გოგონას არაერთგზის გაუპატიურებისთვის  ტაქსის მძღოლები გაფიცვას აგრძელებენ გამოძიება ვარაუდობს რომ 16 წლის ლორა პანეპისტიმიუპოლთან ახლოს არის საჯარო მოსმენაზე გამოტანილია ახალი კანონპროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს კოლექტიური ხელშეკრულებების გა... კარისტიანუ: პარტია ტემბის ტრაგედიას მანიპულაციის იარაღად არ აქცევს სიკინოსის მუნიციპალიტეტი 2026 წლიდან ყოველ ახალშობილზე 3 000 ევროს დახმარებას გასცემს კუნძული ნაქსოსი 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სიაში მოხვდა სალონიკი: პაციენტმა ექიმს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი ხელი ჰკრა 16 წლის ლორას ამ დრომდე ეძებენ
ხუთშაბათი, იანვარი 15, 2026
ბუნებრივი მოვლენებისაბერძნეთი

კავალაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეები მთელი ღამე იბრძოდნენ 

კავალაში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მეხანძრეები მთელი ღამე იბრძოდნენ 

ხუთშაბათს შუადღის 12:30 საათზე გაჩენილი ხანძარი ავღოსში ამ დრომდე მძვინვარებს. 

ცეცხლი ამ 2 დღის განმავლობაში დიდ ტერიტორიას მოედო. პარასკევს კი სოფელ მესოროპის დასახლებამდეც მიაღწია, თუმცა მეხანძრეების თავდაუზოგავი შრომის შედეგად ხანძარი ადგილობრივი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

სახანძრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საჰაერო ძალებმა მუშაობა მზის ამოსვლის თანავე განაგრძეს, ხოლო სახმელეთო ძალები კი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

ხანძრის ჩასაქრობად ამ დროისთვის 130 მეხანძრე 23 სახანძრო მანქანით, 10 ფეხითმოსიარულე გუნდი მუშაობს.

სახანძრო სამსახურს ხანძრის გაკონტროლება უჭირთ გამომდინარე იქიდან, რომ ცეცხლი მიუდგომელ ადგილებში მძვინვარებს.

 

Facebook Comments Box

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *