კავალა: ავტომანქანა სახლის ეზოში შევარდა
კავალა: ავტომანქანა სახლის ეზოში შევარდა
კ.რადუსადა 13 სექტემბრის ქუჩების კვეთაზე მიმავალმა ავტომანქანის მძღოლმა გამოძიებისთვის ამ დრომდე დაუდგენელ მიზეზთა გამო საჭეზე კონტროლი დაკარგა, ჯერ ტროტუარზე ავარდა, ხოლო ტროტუარიდან კი სახლის ვიწრო ეზოში გადავარდა.
proininews.gr-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად მძღოლმა ციცაბო დაღმართზე მანქანის მოტრიალება ვერ მოასწრო.
შემთხვევის ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდა სახანძრო სამსახური, რათა უსაფრთხოდ მომხდარიყო მძღოლის ავტომანქანიდან გადმოყვანა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.
Facebook Comments Box